ყვარელში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
29/12/2020 17:50:37 სამართალი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მისივე ნაკვეთში მეზობელმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


