ნათელაშვილი: „ნარკომანი ნარკომანს, კრიმინალი კრიმინალს არ ჰგავს“

29-12-2020 23:31:00 ციტატა

„ჩუღურეთშია ჩვენი ოფისი. მოგეხსენებათ, ნარკომანიის ფუძემდებელი გიორგი ვოლსკი იყრიდა კენჭს მაჟორიტარად. დავინახე, რომ ხალხი კრიმინალების კოროდორში გაჰყავდათ. თან ძველი, ჩაჟამებული ნარკომანების. [...] გამიგია, ნარკომანი გაიკეთებს, კარგ ხასიათზეა, ყველას უყვარს, ყველა უყვარს. ამ ნარკომანებშიც არ გვაქვს ბედი – აგრესიულად იყურებოდნენ – მამის მკვლელებივით, ამათში მიატარებდა უბნებლებს და ასე აძლევინებდნენ ხმას – ასე ხდებოდა მთელს ქვეყანაში...ნარკომანი ნარკომანს არ ჰგავს, კრიმინალი კრიმინალს არ ჰგავს: ჯერ კიდევ კომუნისტების დროს კრიმინალის თანამშრომლობა პოლიციასთან, ხელისუფლებასთან „პრასტიტუციად“ ითვლებოდა. ტაქსისტი ტაქსისტს არ ჰგავს – რაც ჩვენ მათ გავუკეთეთ: გადავყევით, გადავარჩინეთ – მათი გაყრა უნდოდათ: შემოჰყავდათ რუსული „იანდექსი“ და ესენი ყველანი უმუშევრები იქნებოდნენ [...]“.

განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები