Accentnews.ge
მედია: „გიორგი დიდუბსკის“ საფლავზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

მედია: „გიორგი დიდუბსკის“ საფლავზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

30/12/2020 07:44:55 სამართალი

ვაშლიჯვრის სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,– იუწყება „ტვ პირველი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ დაპირისპირება გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის – გიორგი ბურდულის, მეტსახელად „გიორგი დიდუბსკის“ საფლავზე მოხდა. 20–მდე ახალგაზრდა, რომელთა შორისაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყვნენ, გარდაცვლილის დაბადების დღეზე შეიკრიბნენ, რა დროსაც ერთ–ერთმა ცეცხლსასროლი იარაღით ორი ახალგაზრდა დაჭრა, თავად თავდამსხმელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სწორედ ვაშლიჯვრის სასაფლაოდან გადაიყვანა კლინიკაში.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოთხი გასროლის ხმა გაიგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S