თელავში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი დაჭრეს
30/12/2020 09:36:59 სამართალი
თელავში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი დაჭრეს. შემთხვევა 30 დეკემბერს, მოხდა.
“მთავარი არხის" ცნობით, დაშავებულს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.
როგორც ის “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც მისი ძაღლი გაედევნა, ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სახე დაუზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს


