Accentnews.ge
სტრატეგიულად დასახელებული ობიექტის მშენებლობა შეჩერდა: მუშები უხელფასობის გამო გაიფიცნენ

სტრატეგიულად დასახელებული ობიექტის მშენებლობა შეჩერდა: მუშები უხელფასობის გამო გაიფიცნენ

03/07/2019 10:57:49 ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ახალქალაქიში, სოფელ ყულალისთან გადის, უკვე მეოთხე დღეა, სამუშაოები შეჩერებულია. დაახლოებით 65 მუშა სახელფასო დავალიანებას აპროტესტებს,– იუწყება ადგილობრიბი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე"

„თებერვლიდან არ აგვიღია ხელფასები, ზოგს კი, არც თებერვლის ანაზღაურება აქვს აღებული. გვინდა, რომ კუთვნილი თანხა მივიღოთ, ამიტომ არ ვაგრძელებთ სამუშაოებს. ხუთი კილომეტრის მონაკვეთზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობდა, ყველაფერი შეჩერებულია“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა. 

რკინიგზის ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი შპს „დემირიოლსერვისი“ ახორციელებს. 

„ხელფასს ველოდებით, ფირმებს შორის ობიექტების გადაბარება მიმდინარეობს და ამიტომ მოხდა ასე. მომავალი კვირიდან განახლდება ყველაფერი. ხელფასი ზოგს დაუგვიანდა, მაგრამ ეს სასწაული არ არის, გადაბარება ხდება“, - ამბობს შპს „დემირიოლსერვისის“ ახალქალაქის კარწახის უბნის უფროსი მურად ბუაძე. 

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზაში" აცხადებენ, რომ დავალიენება ერთ კვირაში დაიფარება. 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე, პროექტის მიხედვით, 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S