კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

30-12-2020 22:10:06 თავდაცვა ,რეკლამა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიცეუმის თანამშრომლებმა და კადეტებმა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტები, წიგნები, ტკბილეული, სათამაშოები, სამოსი და სხვა ოჯახისთვის საჭირო ნობათი შეაგროვეს. მიღებული შემოწირულობით კი ორი ოჯახი გაახარეს.

პატარებს საახალწლო ნობათი ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა გადასცეს.

„კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სახელით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ჩემთვის როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის და საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ პატარებს ჰქონდეთ უშფოთველი, ლაღი ბავშვობა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ მათ გაბრწყინებულ თვალებს.“ - აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

საქველმოქმედო ღონისძიება კადეტთა თვითმმართველობის ინიციატივით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები