
12 ქვეყნიდან ვიზიტორთა მატება 100%–ს აჭარბებს
03/07/2019 11:05:47 ეკონომიკა
2019 წლის ივნისის მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100%–ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოქვეყნებული.
რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ივნისში საქართველოში ამ ქვეყნიდან 4 697 ვიზიტი შედგა, წელს რაოდენობა 10 697-მდე გაიზარდა (+127.7 პროცენტი).
უზბეკეთიდან ივნისში საქართველოში 1 486 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 144.8 პროცენტით მეტია.
1 052 ვიზიტორი ეწვია საქართველოს ყირგიზეთიდან (+110.4%), 506 – ტაჯიკეთიდან (+228.6%), 283 – მალაიზიიდან (+148.2%), 85 – ნიგერიიდან (+112.5%), 41 – მალტიდან (+105%), 33 – სომალიდან (+312.5%), 21 – კუბადან (+162.5%), 16 – ლიბიიდან (+300%), 12 – დომინიკიდან (+140%), ოთხი კი გაბონიდან (+300%).