ზესტაფონში აფეთქებას დედა–შვილი ემსხვერპლა
31/12/2020 19:06:32 სამართალი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ საზანოში, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა.
გარდაცვლილია ორი ადამიანი, 80 წლის დედა და 50 წლამდე შვილი, შვილიშვილი კი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.


