დაპირისპირება ნინოწმინდაში – მოკლულია ერთი, დაჭრილია ორი პირი
01/01/2021 12:25:07 სამართალი
ნინოწმინდაში, ბიძაშვილებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას 32 წლის მამაკაცი მოკლეს.
ინცინდენტი ორი სოფლის - განძისა და ფოკის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდებმა ჯერ იჩხუბეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა ფ.ჰ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი ახალქალაქის კლინიკაში თანასოფლელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
სხეულის დაზიანებები მიიღო ორმა პირმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამნაშავე დაკავებული არ არის. უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


