ავტოსაგზაო შემთხვევა კაჭრეთში - გარდაიცვალა ორი ადამიანი
02/01/2021 06:37:55 სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).


