
მეუფე იოსების რეზიდენციის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
02/01/2021 06:40:12 რეგიონები
ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, მეუფე იოსების რეზიდენციის ტერიტორიაზე, დედაოებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანზრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობდა.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.