ავარია წალენჯიხა-მესტიის გზაზე - არის მსხვერპლი
02/01/2021 18:17:55 სამართალი
წალენჯიხა-მესტიის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯებირს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


