მედია: "ლავასოღლი" ოდესის აეროპორტში დააკავეს
03/01/2021 16:13:12 სამართალი
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქუდი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი" დააკავეს.
მედიის ცნობით, ის უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა, აეროპორტში შემოწმებისას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს. მესაზღვრეები გორაძის მინსკში დაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა ის თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა. არსებული ინფორმაციით, ლავასოღლი კვლავ ოდესის აეროპორტში იმყოფებოდა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებულ მინდია გორაძეს ბელარუსში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა.
ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად მიუსაჯა. მას ბრალი "კანონიერ ქურდობაში", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება. ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ კი ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს. ოჯახი მის საქართველოში ექსტრადაციას მოითხოვს. ამ მიზნით აქცია რამდენჯერმე გამართეს.


