Accentnews.ge
"მუყაოს ქალაქში" მკვლელობა მოხდა

"მუყაოს ქალაქში" მკვლელობა მოხდა

04/01/2021 06:27:57 სამართალი

ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში, სადაც თვითნებურად დასახლებული ოჯახები ცხოვრობენ, მკვლელობა მოხდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი. მკვლელობა ცივი იარაღით განხორციელდა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი მამაკაცი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი – 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S