Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმე: სამ ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა

შაქარაშვილის საქმე: სამ ბრალდებულთან საპროცესო გაფორმდა

04/01/2021 10:54:53 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა: 3 ბრალდებულს, რომელთაც ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებიან, პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა. სამიდან 2-მა სასამართლოს უკვე ოფიციალურად მიმართა. საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა დაზარალებული მხარეც.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაკავებულებს პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლის.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული სამი პირი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელიც წვეულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლითაა ბრალდებული.

აღნიშნულ 3 პირთან პრეტენზია არ აქვს არც შაქარაშვილის ოჯახს:

"არანაირ შემხებლობაში ისინი არ არიან გიორგის გარდაცვალებასთან, ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დარბაზში, გიორგის არც კი მიუღია მონაწილეობა," - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S