Accentnews.ge
წალენჯიხაში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს ძლიერი ხანძარია

წალენჯიხაში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს ძლიერი ხანძარია

04/01/2021 17:58:25 რეგიონები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ობუჯში, ჯაღირას უბანში ძლიერი ხანძარია.

წალენჯიხის მერის მოადგილის ცოტნე შონიას ცნობით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს ტყის მასივს უკიდია, რომელიც 20 ჰექტარზეა მოდებული.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის ქრობას კი ძლიერი ქარი ართულებს.

ცნობისთვის: დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოთხ ლოკაციაზე იყო ხანძარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S