დუშეთში ქალის ცხედარი იპოვეს
05/01/2021 12:20:16 სამართალი
დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს.
პირველადი დათვალიერებით, ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


