Accentnews.ge
ალექსანდრე ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია

ალექსანდრე ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია

05/01/2021 14:26:35 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც მედია წერს, მას კორონავირუსზე ტესტირება 29 დეკემბერს ჩაუტარდა და მეორე დღეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

ამჟამად ანქვაბი გუდაუთის კოვიდის საავადმყოფოშია მოთავსებული.

”პრემიერ–მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი 4 იანვრიდან აგრძელებს მკურნალობას გუდაუთის ცენტრალურ რეგიონალურ საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, - ნათქვამია ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახურის შეტყობინებაში.

მანამდე, 27 დეკემბერს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S