Accentnews.ge
ალიევმა შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

ალიევმა შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

05/01/2021 21:16:00 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ამის შესახებ მან კულტურის მინისტრად ანარ ქარიმოვის დანიშვნასთან დაკავშირებული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

„მე ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქი შუშა ამას იმსახურებს. მივიჩნევ, რომ ქალაქი შუშა შეიძლება ჩაითვალოს არ მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქად. შუშის აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემი დავალებით, იქ ბევრი თანამშრომელი გააგზავნეს. უნდა ჩატარდეს ისტორიული ძეგლების აღწერა, ზუსტად უნდა დაითვალონ მიყენებული ზიანი და უნდა დავიწყოთ ქალაქ შუშას რესტავრაცია“, - განაცხადა ალიევმა.

მისივე მტკიცებით, სომხებმა 60-ზე მეტი მეჩეთი გაანადგურეს და შუშას ფარგლებში არსებული მეჩეთების კაპიტალური აღდგენა და შეკეთება უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 8 ნოემბერს დაიკავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S