Accentnews.ge
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რასაც 19 წლის ფეხბურთელი ემსხვერპლა

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რასაც 19 წლის ფეხბურთელი ემსხვერპლა

06/01/2021 13:29:53 სამართალი

ძმებს შორის დაპირისპირების, რასაც მკვლელობა მოჰყვა, დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მკვლელობა ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე გვიან ღამით მოხდა. მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი დაახლოებით ღამის პირველ საათზე შენიშნეს.

ძმები ხსენებულ მისამართზე ერთი წელია, ქირით ცხოვრობდნენ და ინციდენტის დროს მარტონი იყვნენ. შესაბამისად, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს. მეზობლებს ხმაური არ გაუგიათ და დაპირისპირების მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ხოლო ოფიციალური ვერსიით, მკვლეობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 21 წლის კაცმა 19 წლის ძმას სამზარეულოს დანით მიაყენა ჭრილობა. ირკვევა, რომ სასწრაფო დახმარება უფროსმა ძმამ თავად გამოიძახა, თუმცა ექიმებმა 19 წლის ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს. 21 წლის კაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S