
თავდასხმა და სისხლიანი შურისძიება გროზნოში: როგორ შეიძინა ჩვეულებამ პოლიტიკური ელფერი
06/01/2021 17:18:55 კავკასია
გასული წლის მიწურულს – 28 დეკემბერს გროზნოს ცენტრში რეზონანსული დანაშაული მოხდა: ოფიციალური ვერსიით, ორი ძმა თავს დაესხა პატრულ ოფიცერს, სტაჟიორ მაგომედ ჯაბრაილოვს. მიღებული ჭრილობის შედეგად იგი გარდაიცვალა, სამართალდამცავი ორგანოების კიდევ ერთი თანამშრომელი კი საავადმყოფოში მოათავსეს. თავდამსხმელები – ტყუპი ძმები ხასან და ხუსეინ ტიმურზიევები ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულები.
მოგვაინებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დანაშაული ინგუშეთის მკვიდრებმა ჩაიდინეს. მოტივად კი იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა დასახელდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ტყუპების მშობლებმა ინგუშეთი დატოვეს, როდესაც ძმები ჯერ კიდევ მცირეწლოვნები იყვნენ. ბიჭებმა სკოლა ჩეჩნეთში დაამთავრეს, იქვე ისწავლეს უმაღლეს სასწავლებელში და ნახევარ განაკვეთზე მუშაობდნენ პურის საცხობში.
ჩეჩნურ ოპოზიციურ არხზე 1ADAT გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც თავდასხმის შედეგებია ასახული. კერძოდ, ერთი ძმა ასფალტზე გაუნძრევლად წევს, ხოლო მეორე ჯერ კიდევ მოძრაობს, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი კი მის გვერდზე ათავსებს ჩანთას და ამანათს. არხის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთ–ერთი ძმა ცოცხალი გადარჩა, ხოლო მათი ოჯახის წევრები – დედ–მამა და 20 წლის და – ზარეტა ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელთ არიან.
ამასთან, არხი იუწყებოდა, რომ „კადიროველებსა“ და ტყუპებს შორის კონფლიქტი ყოფით დონეზე მოხდა, ამ უკანასკნელებმა შეურაცხყოფა სავაუარდოდ, ვერ მოითმინეს და ჩხუბში ჩაებნენ, რის გამოც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ამ ვერსიას ინგუშეთში ფართო რეზონანსი მოჰყვა: ადგილობრივები მომხდარის ამასხველი სრული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვდნენ და აღშფოთებას გამოთქვამდნენ ინგუშეთის ხელისუფლების ურეაგირობის გამო. ამასთან, მოქალაქეები მოკლულთა დაკავებული ახლობლების გათავისუფლებას და ცხედრების გადაცემას მოითხოვდნენ.
მალევე მოკლული ტყუპების დეიდან დაადასტურა, რომ მისი და, სიძე, მათი უფროსი ქალიშვილი და უმცროსი ვაჟი პოლიციის განუყოფილებაში გადაიყვანეს. შემდეგ ბიჭი გაათავისუფლეს და დეიდან შეძლო მისი ინგუშეთში გადაყვანა, თუმცა ქალი ჰყვებოდა, რომ გზად ურეკავდა ჩეჩენი ოპერმუშაკი და მოითხოვდა ბავშვის განყოფილებაში დაბრუნებას.
ვენდეტის გამოცხადება
ტიმურზიევი – სულტიგოვების პროტესტს ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა უპასუხა, ტეიპს შურისძიება განოუცხადა და დაპატიჟა ისინი გროზნოში ვიდეოს საჩვენებლად, რომ ძმები ნამდილად დაესხნენ თავს პოლიციელებს.
იმავე საღამოს სულტიგოვებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი გროზნოში, შსს–ს შენობაში მიიწვიეს, აჩვენეს ვიდეო, რომ ძმები მართლაც დაესხნენ თავს პოლიციელებს. მათ პოლიციელების ახლობლებს მიუსამძიმრეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოკლული ძმების ოჯახის წევრების გათავისუფლება და ცხედრების გადაცემა.
მომდევნო დღეს კი მოკლული პოლიციელის ტეიპის წარმომადგენელმა განაცხადა სისხლის აღების შესახებ და აღნიშნა, რომ „ტიმურზაევები უმადურად მოიქცნენ“, არ ითხოვეს რა პატიება დაუყონებლივ.
იმავე საღამოს ჩეჩნეთის სახელმწიფო არხის დირექტორმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ მამაკაცი, რომელსაც სახე არ უჩანს, დანით მრავლობით დაზიანებას აყენეს პოლიციელს და შემდეგ მეორე პოლიციელს ესხმის თავს. ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე მომხდარზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
2021 წლის 1 იანვარს, სტულტგოვ-ტიმურზიევების ტიპმა ჩაწერა ვიდეო შეტყობინება და სთხოვეს გარდაცვლილი პოლიციელის ნათესავებს, მიიღონ მათი დელეგაცია კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
„ჩვენთან კაცი მოვიდა, რომელმაც მოიტანა ამბავი, რაც თქვეს ჩეჩნეთში: „მიგიღებენ, მაგრამ ჯერ საკითხი „მაღლა“ უნდა გადაწყდეს. პოლიტიკა მოაშორეთ და მიგიღებთ“. პოლიტიკოსები კი გვეუბნებიან, რომ ჩაწერეთ ვიდეო, რომ არ უჭერს მხარს ტერორიზმს, თქვით სამძიმარი და ა.შ“.– ამბობს ტიმურზაევების ტაეპის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ჩეჩნურ მხარეს არ სურს ინგუში უხუცესების მიერ ჩაწერილი ვიდეომიმართვის მიღება, რომელიც მათ მას შემდეგ მოამზადეს, რაც თავდასხმის ამსახველი კადრები გადასცეს და ახალი ვიდეომიმართვა მოითხოვეს:
„ჩვენ კი ვამბობთ, რომ ვიდეომიმართვა არ იქნება. თუ მიგვიღებთ, ჩამოვალთ, ჩვენს დანაშაულს ვაღიარებთ, ერთმანეთს სისხლს დავუტოვებთ. ამ ეტაპზე აქ ვართ გაჩერებულები“.
მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ ტეიპს მშვიდად არ სძინავთ, ყოველდღიურად იკრიბებიან, თუმცა ჯერ არავინ ჰყავთ მოკლულის ტეიპთან გასაგზავნად, რადგან მისია ნეიტრალურმა ადამიანმა უნდა იტვირთოს.
მისივე თქმით, ინგუშეთში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობენ, თუმცა ინგუშეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო, ეს გზა ეფექტური არ იქნება. საუბარია 2018–2019 წლებში ჩეჩნეთთან საზღვრების გამო ინგუშეთში გამართული მასობრივი საპროტესტო გამოსვლებზე.
კონფლიქტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ ინგუშეთის ხელისუფლებაში. 4 იანვარს კი ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ტერორისტებს ნაციონალობა არ აქვთ და ხალხი არაა დამნაშავე, რომ მათ საზოგადოებაში მსგავსი ადამიანები არსებობენ.
რაც შეეხებათ მოკლული ტყუპების ნათესავების დაკავებას, ოფიციალური ცნობები არ არსებობს. Кавказ.Реалии–ს წყაროს ცნობით, დედის–მამისა და დის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციული ფალსიფიცირებული პროტოკოლი, რომელიც 15–დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
გარდაცვლილმა პოლიციელმა – 22 წლის სერჟანტმა მაგომედ ჯაბრაილოვმა პოლიციაში მხოლოდ სამი თვე იმსახურა. ის დედისერთა იყო. მამამისი ასევე ყოფილი პოლიციელია, რომელიც 2001 წლის დაბომბვისას დაიღუპა.