Accentnews.ge
ალიევი ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში აეროპორტის მშენებლობას გეგმავს

ალიევი ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში აეროპორტის მშენებლობას გეგმავს

07/01/2021 12:05:06 კავკასია

ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რაიონები მთაგორიანია და აეროპორტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილის გამონახვა ჭირს, თუმცა შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S