Accentnews.ge
მოქალაქე იუწყება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი სანადირო თოფიდან ისვრის

მოქალაქე იუწყება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი სანადირო თოფიდან ისვრის

07/01/2021 17:46:33 სამართალი

მოქალაქე, ხატია ახალაიას ინფორმაციით, ქუთაისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი სანადირო თოფიდან ისვრის. ამის შესახებ მომხმარებელი Facebook-ზე წერს.

"ქუთაისი ბუხაიძის 22- ის პირდაპირ, ტიპი სანადირო თოფს ისვრის გალეწილი მთვრალი! ბავშვები ფანჯრებიდან გადმომდგარან, ბებიაჩემი მახლავს, რომელსაც ძალიან ეშინია...

მეუბნება, რომ სტრუქტურის თანამშრომელია და ახალ წელს აღნიშნავს და სადაც მინდა იქ შემიძლია დავრეკო!", - წერს მოქალაქე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

"აქცენტი" ინფორმაციისთვის შსს–ს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S