აბაშაში 81 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდნენ
08/01/2021 07:44:07 სამართალი
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში შობის ღამეს ყაჩაღობა მოხდა. 81 წლის მოხუცი შეიარაღებულმა ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს, დაახლოებით 500 ლარი გაიტაცეს და მიიმალნენ.
დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს მომხდარს სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით იძიებს.


