Accentnews.ge
აჭარაში კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა შემცირდა

აჭარაში კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა შემცირდა

08/01/2021 08:20:57 რეგიონები, საზოგადოება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების გამო, რეგიონში კოვიდკლინიკების რაოდენობა 12-დან რვამდე შემცირდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

აჭარაში ასევე დაიხურა ექვსი კოვიდსასტუმრო და ამ ეტაპისთვის რეგიონში ინფიცირებულებისთვის მხოლოდ სამი სასტუმრო იმუშავებს.

მინისტრი ამბობს, რომ გამოთავისუფლებული მედპერსონალი და კლინიკები მაინც დარჩება რეზერვის რეჟიმში და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება დაუბრკოლებლად იქნება შესაძლებელი.

„ინფიცირებულთა რაოდენობის კლება პირდაპირ კავშირშია დაწესებულ შეზღუდვებთან. დღეს მხოლოდ 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს კავშირშია იმასთანაც, რომ სადღესასწაულო დღეებში მიმართვიანობა იყო შემცირებული, თუმცა ბოლო დღეებში საშუალოდ მაინც ტარდებოდა 1700-მდე ტესტი. სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა ჯერ კიდევ ორკვირიანი დაკვირვება გვჭირდება დასკვნების გასაკეთებლად“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S