Accentnews.ge
ადვოკატის ინფორმაციით, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

ადვოკატის ინფორმაციით, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

08/01/2021 08:38:18 სამართალი

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის ცნობით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

„კამათი დაიწყო ყოფით ნიადაგზე, რაც უკავშირდებოდა ტელევიზორის ხმის ჩაწევას“, – აცხადებს თამარ გაჩეჩილაძე.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:30 საათზეა ჩანიშნული.

გამოძიების ვერსიით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას – მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S