თბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა
08/01/2021 09:11:27 სამართალი
თბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


