Accentnews.ge
ავღანეთში 32-ე ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა

ავღანეთში 32-ე ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა

08/01/2021 09:12:36 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" შესასრულებლად გაემგზავრნენ.

ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილა.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. ]

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა.

32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S