Accentnews.ge
ხანძარი ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთანაც გაჩნდა

ხანძარი ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთანაც გაჩნდა

08/01/2021 11:17:42 რეგიონები

ბათუმში, ბოტანიკური ბაღის მომიჯნავე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ზღვის სანაპიროსთან ახლოს ცეცხლი ხმელ ეკალ ბარდებსა და ფოთლებს ეკიდა.

ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებიან და ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა. ბოტანიკურ ბაღში ცეცხლი არ გადასულა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაობს. არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარწობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენლია, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.

ხანძარია დასავლეთ საქართვეოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილშიც. ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ცეცხლის ქრობის პროცესში დახმარება შესთავაზა და ამ ეტაპზე პასუხის მოლოდინშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S