Accentnews.ge
სოხუმი თბილისის შეთავაზებას პასუხობს

სოხუმი თბილისის შეთავაზებას პასუხობს

08/01/2021 12:05:41 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ sova news-თან განაცხადა, რომ სოხუმს ტყის ხანძრების ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ გალში უკვე მე-4 დღეა ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, ხოლო გაგრაში მედიის ცნობით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.

"ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან", - განაცხადა შამბამ.

მოგვიანებით შამბამ ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ ე ფაქტო ხელისუფლება ქართული მხრიდან დახმარებას არ განიხილავს და აუცილებლობის შემთხვევაში, რუსულ მხარეს მივმართავს:

„იყო შემთხვევები, როცა რუსული ვერტმფრენები მთიან რეგიონში ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარნენ. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ უფრო რუსულ მხარეს მივმართავთ“.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხანძრის ქრობის სამუშაოებში დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობას 5 იანვრიდან სთავაზობს.

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძართან გამკლავებაში ვერტმფრენებით დახმარებაც შესთავაზა.

"კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში", - განაცხადა მინისტრმა.

იხილეთ ასევე: ოკუპირებული გალი სტიქიას შიშველი ხელებით ებრძვის (ფოტო, ვიდეო)

გალში ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერად ფონდი შეიქმნა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S