უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ ქალი იმსხვერპლა
09/01/2021 11:55:44 სამართალი
ქუთაისში ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლმა ტყვიამ 84 წლის ქალი, დალი ქაშმაძე იმსხვერპლა.
ქალი აივანზე იდგა და ახალი წელს ხვდებოდა, რა დროსაც ტყვია თავის არეში მოხვდა.
ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას 1 კვირის განმავლობაში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


