ყოფილი "პატრიოტები" პარლამენტში შევიდნენ და პარტია "ევროპული სოციალისტები" დააფუძნეს

09-01-2021 18:12:11 საშინაო პოლიტიკა

პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესულმა დეპუტატებმა ახალი პარტია "ევროპული სოციალისტები" ოფიციალურად დააფუძნეს.

პარტიაში ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე არიან.

პარტიის ყრილობა 9 იანვარს გაიმართა, რომლის დროსაც "ევროპული სოციალისტების" თავჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.

ცნობისთვის: ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ "პატრიოტთა ალიანსი" 5 იანვარს დატოვეს. ყოფილი თანაპარტიელების ისევე, როგორც სრულიად ოპოზიციური სპექტრის საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ყოფილი "პატრიოტები" პარლამენტში შევიდნენ და პარტია "ევროპული სოციალისტები" ჩამოაყალიბეს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ბოიკოტის რეჟიმში რჩება. უცხოელი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებათა 4 რაუნდი. როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი ჯერ–ჯერობით უცნობია..

ახალი ამბები

სხვა სიახლეები