
გაგრაში ხანძარი გავრცელებას განაგრძობს
10/01/2021 20:38:02 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის დავით ბგანბას ცნობით, გაგრაში წვიმის მიუხედავად, ხანძარი კვლავ მძვინვარებს.
"წვიმამ, რომელიც გაგრაში მოვიდა, ვერ შეძლო, ჩაექრო ხანძარი. ის ძველებურად აგრძელებს გავრცელებას. ამასთან, დასახლებულ ადგილებს საფრთხე არ ემუქრება". - აცხადებს ბგანბა.
აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა, მასშტაბური ხანძარია.მიუხედავად ცენტრალური ხელისუფლების მიერ დახმარების შეთავაზებისა, დე ფაქტო ხელისუფლება მის მიღებაზე უარს ამბობს.
გაგრასა და სოხუმში მომდევნო რამდენიმე დღე წვიმიანი ამინდია გამოცხადებული.