
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
11/01/2021 09:31:41 სამართალი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებუბლების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, ამასთან ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს.
ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავირებითაც დააყენეს შუამდგომლობა.
ცნობისთვის: ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.