ალიევი ამბობს, რომ სომხეთს რუსეთთან და ირანთან სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანის გავლით ექნება

12-01-2021 13:20:30 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთი რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდება.

როგორც ალიევმა მოსკოვში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ თქვა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორედ სატრანსპორტო პროექტებზე იმუშავებს. პუტინთან გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი მან ახალ სატრანსპორტო კავშირებზე ისაუბრა:

“შეხვედრა ძალიან სასარგებლო და ვფიქრობ, გულწრფელი გამოდგა, რადგან შეხვედრის დასასრულს შევძელით, ხელი მოგვეწერა განცხადებისთვის. ეს არის მეორე განცხადება ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ხელი მოეწერა და არსებითად ხაზს უსვამს იმას, რაც გასულ წელს მოხდა. განცხადება მიზნად ისახავს, შექმნას სრულიად ახალი ვითარება ჩვენს რეგიონში – გახსნას სატრანსპორტო გზები: სატრანსპორტო გზების გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით, 30 წლის შემდეგ, აზერბაიჯანს სომხეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენებით, კავშირი ექნება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკას კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით სარკინიგზო კავშირი ექნება რუსეთთან და ირანთან. ასევე, ჩვენ კავშირი გვექნება თურქეთის ბაზარზე ნახიჩევანის რესპუბლიკის გავლით. თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო არტერიები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამრიგად, განცხადება ხსნის ფართო შესაძლებლობებს”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები