Accentnews.ge
ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

12/01/2021 15:28:26 კავკასია

ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქარადაღის რაიონის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. აფეთქების შედეგად ქარხნის თანამშრომელი, ასიფ მუსტაფაევი დაიღუპა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ქარადაღის რაიონში, გობუსტანის დასახლებაში მოხდა.

აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზა და სხვა აუცილებელი პროცედურული მოქმედებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S