
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი საბოლოოდ შეუწყვიტა
13/01/2021 12:19:42 საზოგადოება
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი საბოლოოდ შეუწყვიტა.
თეატრმა მიზეზად ინფორმაციის მედიით წინასწარ გავრცელება დაასახელა.
ნინო ანანიაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო.
თეატრის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გაცხადება გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე "არის უპატივცემულო უღირსობა დასის მხატვრების მიმართ".
ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეარტის ხელმძღანელი გახდებოდა, 6 იანვარს გახდა ცნობილი. ანანიაშვილმა ეს რადიო თავისუფლებას უთხრა. მისივე თქმით, პარალელურად რჩებოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელად.