Accentnews.ge
კვების ინდუსტრიას დენის მომატებული ტარიფის 50%-ს სახელმწიფო დაუფარავს

კვების ინდუსტრიას დენის მომატებული ტარიფის 50%-ს სახელმწიფო დაუფარავს

13/01/2021 14:06:16 ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს 2021 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წლის მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50%-ს, ანუ ნახევარს დაუფარავს.

ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში. მანამდე გახარიამ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში:

მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.

“მეწარმეებმა, რომლებიც ისარგებლებენ ნაწილობრივი სუბსიდირებით, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity

მეწარმეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე. ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S