Accentnews.ge
ტრამპის იმპიჩმენტის განხილვის პარალელურად, კაპიტოლიუმის დაცვა გააძლიერეს (ფოტო)

ტრამპის იმპიჩმენტის განხილვის პარალელურად, კაპიტოლიუმის დაცვა გააძლიერეს (ფოტო)

13/01/2021 16:08:51 მსოფლიო

აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პარალელურად, კაპიტოლიუმის დაცვა გააძლიერეს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, კაპიტოლიუმის შენობაში ეროვნული გვარდიის სამხედროები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი.

იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას კონგრესში ამ წუთებში განიხილავენ. შესაბამისი მოთხოვნა დემოკრატებმა წარადგინეს.

ცნობისთვის: დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტ, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ–ში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებენ. ბრიტანელების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში ყველაზე მასშტაბური შტურმი ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 68 მხარდამჭერი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ტრამპს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 7 დღე დარჩა, თუმცა არ არის გამორიცხული მან რაიმე ირაციონალური სცადოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S