Accentnews.ge
ცერცვაძე რეინფიცირების შესახებ მის ცნობას უარყოფს

ცერცვაძე რეინფიცირების შესახებ მის ცნობას უარყოფს

13/01/2021 16:41:54 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა.

„იყო რამდენიმე სიგნალი, რომ კოვიდით რეინფიცირება მოხდა. ადამიანი ამბობდა, რომ მას ინფექცია ჰქონდა და მეორედ დაემართა. ჩაღრმავებული კვლევით ვერ დადასტურდა, რომ მას ნამდვილად მეორედ დაემართა. შესაძლოა, პირველად ტესტი არ ჰქონდა გაკეთებული და უბრალოდ კლინიკური ნიშნები ჰქონდა“, – განაცხადა ცერცვაძე.

ცნობისთვის: გასული წლის 3 დეკემბერს თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, ქვეყანაში რეინფიცირების სამი ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი. შემდეგ აღნიშნული ცნობა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროში უარყვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S