სომხეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

13-01-2021 21:38:57 კავკასია

სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარი გახსნას,- ამის შესახებ დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში განაცხადეს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სომხეთში სახმელეთო გზით შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია, ამიერიდან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში შესვლა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით. უცხოელებს შეუძლიათ სომხეთის მონახულება, რისთვისაც თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე "პი-სი-არ" ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათში იქნება გაკეთებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 სექტემბრიდან კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, მოიხსნა.