Accentnews.ge
1953 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში სიკვდილით ქალი დასაჯეს

1953 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში სიკვდილით ქალი დასაჯეს

13/01/2021 17:42:09 მსოფლიო

1953 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში სიკვდილით ქალი დასაჯეს. ინდიანის შტატის ტერე ჰოიტის ფედერალურ ციხეში ლისა მონტგომერის სასჯელი აღასრულეს.

მონტგომერის მსჯავრი 2007 წელს დასდეს. მან 2004 წელს 8 თვის ორსული ქალი გაგუდა, მუცლიდან ნაყოფი ამოაჭრა და საკუთარ შვილად გასაღება სცადა. მისი ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ მონტგომერი “სექსუალური წამების”, მათ შორის, ბავშვობის ასაკში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი იყო, რამაც მას სამუდამო ემოციური დაღი დაასვა.

სიკვდილით დასჯილის ადვოკატმა კელი ჰენრიმ ტრამპის ადმინისტრაცია "ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში” დაადანაშაულა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ ორი პირის სიკვდილით დასჯა იგეგმებოდა, მაგრამ ვაშინგტონში ფედერალურმა მოსამართლემ აღსრულება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ორივე პატიმარს კორონავირუსი დაუდგინდა.

ცნობისთვის: 17– წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წლის ივლისიდან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უმაღლესი სასჯელის ფედერალური აღსრულება განაახლა. მონტგომერი რიგით მე-11 ფედერალური პატიმარია, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ვიდრე ბოლო 130 წლის განმავლობაში აშშ–ის რომელიმე ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S