ჩინეთში ბოლო 8 თვეში პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

14-01-2021 10:55:11 მსოფლიო

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო 10 თვის განმავლობაში, - შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

ამასთან, ჩინეთში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ბოლო 8 თვის განმავლობაში დაფიქსირებული პირველი ფატალური შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 81 ხებეის, 43 კი - ხეილუნძიანის პროვინციაში გამოვლინდა. აღნიშნულ ორ პროვინციაში, სადაც ჯამში 28 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით „ლოქდაუნია“ გამოცხადებული.

შეგახსენებთ, დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის წარმოშობა უნდა გამოიკვლიოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები