
„მსოფლიოს მასტერსზე“ ჩემპიონი კიდევ ერთი ქართველი გახდა
14/01/2021 07:38:10 საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი დოჰაში გამართული ძიუდოს მასტერსის გამარჯვებულია. 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანმა აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი ვაზარით დაამარცხა.
მასტერსის დასკვნით დღეს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბექა ღვინიაშვილი.
ჯამში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.