Accentnews.ge
თურქული ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე ბრუნდება

თურქული ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე ბრუნდება

04/07/2019 12:59:20 ეკონომიკა

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ქართულ ბაზარზე 16 ივლისიდან ბრუნდება და სტამბოლი-თბილისის რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ბიზნესმენებს, მოგზაურებსა და სტუდენტებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენას, სტამბოლის გავლით სთავაზობს.

„ატლასგლობალმა“ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებისგან ოფიციალური ნებართვა არ მიუღია.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან დროებით წყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S