Accentnews.ge
რუსი სამხედროების აცრა ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაიწყეს

რუსი სამხედროების აცრა ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაიწყეს

15/01/2021 06:44:11 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყეს. ამის შესახებ რუსული სააგენტოები წერენ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე ორკომპონენტიანი რუსული ვაქცინის Спутник V-ის 500 დოზა ჩაიტანეს და საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი სამხედროები, სამედიცინო პერსონალი და ბაზის მეთაურები აცრეს.

მათ ვაქცინის მეორე დოზას 21 დღის შემდეგ გაუკეთებენ. სამხედრო ოლქის პრესსამსახური ირწმუნება, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია

14 იანვარს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინით აცრეს „სამხრეთ ოსეთში“ მდებარე რუსული ბაზის 200-მდე სამხედრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S