ქვეყნის მასშტაბით რიგ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

15-01-2021 11:11:36 რეგიონები

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, თოვლი და ცუდი მხედველობა ) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ამასთან, ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები