„სულ რომ უმაღლსი სტანდარტის სერთიფიკაცია მიიღოს რუსულმა ვაქცინამ, საქართველომ არ უნდა შემოიტანოს“

15-01-2021 18:00:21 ციტატა

„ჩემი პირადი აზრია და ვფიქრობ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იზიარებს, რომ სულ რომ უმაღლსი სტანდარტის სერთიფიკაცია მიიღოს რუსულმა ვაქცინამ, საქართველომ ის არ უნდა შემოიტანოს: მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის მიზნით იქნება გამოყენებული. რუსულ ვაქცნასთან მიმართებაში უამრავი ალტერნატივა იარსებებს. ის მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად არ უნდა შემოვიტანოთ. დანარჩენ ვაქცინებზე კი ... დღეს ძალიან პირობითია ჩინურ და ამერიკული: ამერიკული პროდუქტი ჩინეთში იწარმოება და პირიქით. ყველაზე მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე მონაცემები გვქონდეს და ხარისხსის კონტროლის დამოუკიდებელი ორგანოების ავტორზაცია ჰქონდეთ“.

განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. ზოიძე ამჟამად ჯგუფის წევრია, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები