აშშ-მა ავღანეთში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა

15-01-2021 21:20:48 მსოფლიო

აშშ-მა ავღანეთში სამხედროების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ქრისთოფერ მილერი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს კიდევ უფრო აახლოვებს საბოლოო მიზანთან, დაასრულოს 20 წლიანი ომი ავღანეთში.

მილერის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ ავღანეთი აღარასდროს იყოს მათი თავშესაფარი, ვისაც აშშ-ისთვის ზიანის მიყენება სურს. აშშ-ის ავღანეთში ჯარისკაცების მსგავსი მცირე რაოდენობა 2001 წლის შემდეგ არ ჰყოლია.

გასული წლის თებერვალში აშშ-ის ადმინისტრაციამ რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც 2021 წლის მაისისთვის ავღანეთიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გასვლა ითვალისწინებს.

„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ასევე აცხადებს, რომ 2 500-მდე შემცირდა სამხედროების რაოდენობა ერაყშიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები