სარკოზის რუსეთში საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

15-01-2021 21:24:23 მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რუსეთში განხორციელებულ საკონსულტაციო საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

მედია წერს, რომ ნიკოლა სარკოზიმ ფინანსური სახსრები რუსული სადაზღვევო კომპანია „რესო-გარანტიასგან“ მიიღო. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა 2019 წელს რუსულ კომპანიასთან მრავალწლიანი საკონსულტაციო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მოცულობა სამი მილიონი ევროა.

წინასწარი გამოძიება 2020 წლის ზაფხულიდან, დაზვერვისა და ფარულ ფინანსურ სქემებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ მიმდინარეობს.

გამოცემა „მედიაფართი“ წერს, რომ „რესო-გარანტიას“ სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერები - სერგეი და ნიკოლაი სარქისოვები აკონტროლებენ.

გამომძიებლები ცდილობენ, დაადგინონ, მუშაობდა თუ არა ნიკოლა სარკოზი კონსულტანტად, რაც კანონიერია, თუ დელიკატური ლობისტური საქმიანობით იყო დაკავებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები